სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორის დაკავების ფაქტს უწყების ხელმძღვანელი, გიორგი მრებრიშვილი გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დასჯადია და ის ყველას შეეხება.
"სწორედ ისაა დირექტორის დანაშაული, რომ პატიმარს პრივილეგია მიანიჭა და ეს, ვთქვათ, უფლებამოსილება იმისა, რომ შესძლებოდა სხვადასხვა ბლოკებში თავისუფლად ემოძრავა სხვადასხვა საკნებში. ამ უფლებით ისარგებლა მსჯავრდებულმა და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც ის, რაღა თქმა უნდა, პასუხისგებაშია მიცემული," - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.