როგორც საქარტველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პარტიის წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად პოლიტიკურ გავლენებს დაექვემდებარება. აღნიშნულზე კოჟორიზემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილის დასახელების კომენტირებისას ისაუბრა.
"ჩვენს მიერ დასახელებული კრიტერიუმი იყო ის, რომ პირი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. ეს შეკითხვა - არის თუ არა პირი თავისუფალი, შეიძლება დაისვას პარტიის წევრთა მიმართებაში. ის, რომ ეს კითხვა ისმება, არ ნიშნავს, რომ პასუხი იქნება ყოველთვის კი. რადგან პირი არის პოლიტიკური პარტიის წევრი, ის იქნება პოლიტიკურ გავლენას დაქვემდებარებული პირი. ასე არ ვფიქრობთ, ეს არის შეფასებითი კატეგორია.
ზაქარია ქუცნაშვილი, ისევე როგორც შავგულიძე, არიან იმ 28-კაციანი სიის წევრები, რომელსაც პრეზიდენტი განიხილავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.