ანალიტიკური სააგენტოს "დემოკრატიული ჟანგბადის" ინოვაციურ პროექტს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გამოეხმაურა.
თავად ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ანალიტიკური სააგენტოს შექმნა ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ლაფში ამოსვრას ეფუძნება.
"არ მინდა ეს ახალგაზრდები მათი ინტელექტითა და კვალიფიკაციით გამოიყენონ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, არადა მსგავსება ძალიან დიდია, მაშინ ხელისუფლებას უნდა ჰყოფნოდა წინდახედულება და წინასწარ არ უნდა დაეანონსებინა ეს ჯვაროსნული ომი ექსპერტების წინააღმდეგ. ხელისუფლება შეეცდება ლაფში ამოსვაროს განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.