ივერიონი / გია ცაგარეიშვილი: უმრავლესობის ლიდერის გამონათქვამი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

გია ცაგარეიშვილი: უმრავლესობის ლიდერის გამონათქვამი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის მომხდარ განხეთქილებას "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი ეხმაურება.

"უმრავლესობის ლიდერის გამონათქვამი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია , როცა ის ამბობს  - მე ხომ ყველას ვერ შევხვდებოდი. იმის თქმა, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ და უმრავლესობა ჭრელია, ეს უკვე სიჭრელე და თავისუფლება აღარ არის. ეს არის დისციპლინის მორღვევა უმრავლესობაში," - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, 16-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა,  რომელშიც უმრავლესობის ლიდერი დავით დავით საგანელიძე გააკრიტიკა.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული, არც შეთანხმებული არ ყოფილა და უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტფაქტუმ იგებენ.


 

13-02-2015, 11:52
უკან დაბრუნება