"კანონში არ არსებობს არანაირი აკრძალვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარტიის წევრი არ უნდა იყოს", ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა ისაუბრა.
კუბლაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ყველანაირად უნდა შემოწმდეს, რამდენად იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი.
"ესენია - კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ასევე დამატებით ჰქონდეს ის პრინციპულობა, რაც აუცილებელია ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის, თუმცა, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. დარწმუნებული ვარ, გონივრული იქნება მისი გადაწყვეტილება და ღირსეული ადამიანი წარედგინება პარლამენტს. რაც შეეხება პარტიის წევრობას, კონკრეტული კრიტერიუმები და აკრძალვა თავმჯდომარისთვის, რომ არ უნდა იყოს პარტიიდან, კანონმდებლობაში არ დევს, თუმცა, ბუნებრივია, ყველა მხრივ უნდა შემოწმდეს, პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის გამო, რამდენად თავისუფალი იქნება ის პოლიტიკური გავლენისგან", - აღნიშნა კუბლაშვილმა.