ჭუჭყიანი მინიშნებები, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით ითქმება, წერტილი უნდა დაესვას. ამის შესახებ შალვა ობგაიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მაშინ მასთან საუბარი ზედმეტია... რაც შეეხება იმ ჭუჭყიან მინიშნებებს, რაც გარდაცვლილ პრემიერთან დაკავშირებით ითქმება, ამას წერტილი უნდა დაესვას", - განაცხადა ობგაიძემ.