საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია უმრავლესობის ნაწილის მიერ დავით საგანელიძესთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებზე საუბრობს.
"მესმის, რომ ინტერესი არის დიდი, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი შიდა სამუშაო, ყოველდღიური დღის წესრიგი ეს არის დახრული ფორმატი. ფრაქცია საუბრობს ყველა იმ მიმდინარე საკითხზე, რომელზეც გადაწყვეტილებას ვიღებთ შემდეგ საპარლამენტო სესიის პროცესში. მექნებოდა ერთი ძალიან მოკრძალებული და ვფიქრობ, აუცილებელი თხოვნა, რაც კოლეგებს და თანაგუნდელებს მინდა ვუთხრა - ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვესაუბროთ ტელეკამერებით და საჯაროდ. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია, ყოველდღიურ რეჟიმში დავსხდეთ და ვიმსჯელოთ", -აღნიშნა ბესელიამ.