ივერიონი / ზვიად კვაჭანტირაძე: ეს საკითხი განხილვის საგანი უნდა გახდეს

ზვიად კვაჭანტირაძე: ეს საკითხი განხილვის საგანი უნდა გახდეს

საგანელიძის საქართველოს პრზიდენტთან საუბარი უმრავლესობასთან შეთანხმებული ნამდვილად არ ყოფილა, ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ დავით საგანელიძის მისამართით გამოთქმული კრიტიკის კომენტირებისას ისაუბრა.

"ზოგიერთს მიაჩნია, რომ უფრო  მეტი უნდა იცოდეს, ზოგიერთი უფრო ნაკლებით კმაყოფილდება. საგანელიძე რაზე ესაუბრება პრეზიდენტს, ეს მე ვფიქრობ, უმრავლესობასთან შეთანხმებული ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ, თუ ამის საჭიროება არსებობს და თუ ამას უმრავლესობის წევრები მოითხოვენ, ეს საკითხი უნდა გახდეს განხილვის საგანი",-აცხადებს კვაჭანტირაძე.

საგანელიძემ გუშინ განმარტა, რომ მის მიერ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. თუმცა მისივე თქმით, ვალდებული არ არის 90 ადამიანს ცალცალკე ესაუბროს.

 დავით საგანელიძემ ბოლო დღეების განმავლობაში მისი თანაგუნდელის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თავხედური  უწოდა  და მას სიტყვების მოზომვისკენ მოუწოდა.

"დღეს მოვისმინე ზაქარია ქუცნაშვილისგან, მოდი ვიტყვი, თავხედურად ნათქვამი, რომ უმრავლესობის ლიდერი საკუთარ თავს აძლევს უფლებას და პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ესაუბრება. პრეზიდენტთან ჩემ მიერ მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ამის შემდეგ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა ე.წ. უმრავლესობის ბიუროსთან, რომელსაც ესწრება ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი, მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები. ყველა დეტალი და ნიუანსი გავიარეთ.

13-02-2015, 14:50
უკან დაბრუნება