დღეს, ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ამ შეხვედრას წინ უძღოდა პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა.
აღსანიშნავია ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი და შეშფოთებაა გამოთქმული თვითმმართველობებზე ზეწოლისა თუ ყოფილ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებების გამო.
რეზოლუციამდე ერთი დღით ადრე თავად ნატოს გენერალურ მდივანს ჰქონდა კრიტიკული რეაქცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ნატოს რეზოლუციაც და ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა მხრიდან მათი ცალმხრივი ინფორმირების შედეგია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განსაკუთრებულად ელიან დღევანდელ შეხვედრას და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნებს ნატოს გენერალურ მდივანს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არავის დევნიან.
ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც.