ივერიონი / ზაქარია ქუცნაშვილი:სურდათ, რომ ჯოხი გია ვოლსკიზე გადაეტეხათ

ზაქარია ქუცნაშვილი:სურდათ, რომ ჯოხი გია ვოლსკიზე გადაეტეხათ

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, იყო მცდელობა, რომ ჯოხი გია ვოლსკიზე გადაეტეხათ.  ამის შესახებ ზაქარეიშვილმა "რუსთავი2"-ს ეთერში ისაუბრა.


"იყო მცდელობა, რომ ჯოხი გადაეტეხათ გია ვოლსკიზე. მე საერთოდ ისე გამზარდეს, რომ ლიდერი იმით განსხვავდება სხვისგან, რომ პასუხისმგებლობას, მათ შორის შეცდომებზე, იღებს საკუთარ თავზე. მათ სურდათ, რომ ეს ჯოხი გადაეტეხათ გიაზე. გია საკმაოდ ღირსეულად მოიქცა და მან თავად დაადასტურა ფრაქციის სხდომაზე, რომ ავადმყოფობის გამო არ იმყოფებოდა იმ განხილვაზე", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

15-02-2015, 09:03
უკან დაბრუნება