ივერიონი / დავით ასათიანი: ცეცხლოვანი და პათოსური გამოსვლების მომხრე არ ვარ

დავით ასათიანი: ცეცხლოვანი და პათოსური გამოსვლების მომხრე არ ვარ

საქართველოს  პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატს აკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცა, განცხადება ამის შესახებ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ასათიანმა განაცხადა.

"მე, პირადად, გავუზიარე პრეზიდენტს ჩვენი პოზიცია, რომ ადვოკატთა კორპუსი ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე ხედავს მიუკერძოებელ, პრინციპულ და იურიდიული პროფესიიდან წამოსულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია მართლმსაჯულების სისტემაში საქმინაობის გამოცდილება და უცხო ელემენტი არაა ამ სისტემისთვის. ასევე, აქვს უნარი გააგრძელოს რეფორმები და საზოგადოებაში სასამართლოს ნდობა გააძლიეროს.ჩემი მხრიდან მიწოდებული იყო ხედვა, თუ რა გზებით უნდა მოხდეს სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერება, ხარისხიანი მართლმასჯულების დამკვიდრება და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება ", - განაცხადა  ასათიანმა.

 

ცეცხლოვანი და პათოსური გამოსვლების მომხრე არ ვარ, საქმიან გამოსვლებს ვანიჭებ უპირატესობას,  აღნიშნა ასათიანმა

15-02-2015, 10:59
უკან დაბრუნება