უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, უკრაინის ძალოვნებს, დონბასში ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა.
"ვუბრძანებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეროვნულ გვარდიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებს, სასაზღვრო სამსახურის შენაერთებს, უკრაინის უშიშროების სამსახურის შენაერთებს 15 თებერვალს, 00.00 საათზე ცეცხლი შეწყვიტონ", განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის სხდომაზე პეტრე პოროშენკომ.