ივერიონი / ივანიშვილი უკრაინელებს გადაწყვეტილებას უწუნებს

ივანიშვილი უკრაინელებს გადაწყვეტილებას უწუნებს

"ეს გადაწყვეტილება შეიძლება უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს,"-ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის თანამდებობებზე დანიშვნას.

ექსპრემიერის თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა უკრაინაში ძველი ხელწერით გააგრძელეს მოქმედება, ამაზე უკრაინელებს მწვავე რეაქცია ექნებათ.

"კარგი იქნებოდა უკრაინას საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია, ზოგადად, მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინა - თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა" - ამბობს ივანიშვილი. 

 

15-02-2015, 11:42
უკან დაბრუნება