ივერიონი / "ქართულმა ოცნებამ" აჭარაზე კონტროლი დაკარგა

"ქართულმა ოცნებამ" აჭარაზე კონტროლი დაკარგა

აჭარის მთავრობის ათობით მაღალჩინოსანი, მურმან დუმბაძის შავ სიაშია. პარლამენტის ვიცე- სპიკერი ყოფილ თანაგუნდელებს კაბინეტებიდან გამოგდებით ემუქრება. დუმბაძის მთავარი სამიზნე აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძეა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პირდაპირ ამბობს, რომ ხაბაძემ რეგიონი სრულ კოლაფსამდე მიიყვანა.

აჭარის მთავრობას ყოფილი თანაგუნდლების გარდა "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატებიც ღიად უპირისპირდებიან. შიდა კონფლიქტი, რომლის შესახებაც დღემდე ღიად არავინ ლაპარაკობდა ახლა კამერების წინ განხილვის საგანია. აჭარის მთავრობის მეთაურს ულტიმალტუმს ოპოზიციასთან ერთად ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ჯემალ ფუტკარაძე უყენებს. თუ მთავარობა არ ამუშავდება მაშინ მათი იმპიჩმენტი გარდაუვალია.

სანამ აჭარის უმღალესი საბჭოს მთავრობის იმპიჩმენტს დაიწყებს, ცვლილებები თავად საბჭოს ელოდება. რეგიონის 21 კაციან საკანონმდებლო ორგანოზე ქართულმა ოცნება კონტროლი დაკარგა. 11 წევრი ახლა უკვე ოპოზიციაშია, მათ რიგებს "ქართული ოცნების" კიდევ ორი დეპუტატი შეემატება რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისიერი გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, ხელისუფლებას ოპოზიციის ხმები დასჭირდება.

ორგანიზაციის "ახალგაზრდული ინიციტივა მომავალი საქართველოს" წევრებს დაზუსტებული ინფორმაცია აქვთ, რომ აჭარაში "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ კოპრომატებს ფლობენ და ომი მალე დაიწყება.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით მმართველი კოალიციის დატოვების წინ მედეა ვასაძე ავთანდილ ბერიძეს კაბინეტში შეუარდა. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ბერიძე ვასაძის პოლიტიკური დაპირისპიერბა ხელჩართულ ჩხუბამდე არ მისულა, საპირისპიროს ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 

ოპოზიცია ამბობს, რომ აჭარა ახლა პოლიტიკური ბრძოლის ნამდვილი ფრონტი ხაზია, იბრძვაინ კომპრომატებით, წესების გარეშე და ხელების გადაგრეხვით. მას შემედეგ რაც ქართულმა ოცნებამ, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. უმაღლესი საბჭოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" პროკურატურაში 4 წლის წინანადელ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვებზე დაიბარეს.

პოლიტიკურ კრიზისი აჭარაში ხალხზე უკვე პირდაპირპროპორციულად აისახა. ინვესტიციები შეფერხდა და ერთ დროს უძრავ ქონებაზე არსებული მოთხვნაც შემცირდა. აქ ყველაფერი ან ქირავდება ან იყიდება. ისევ დანგრეულია ახალი ბულვაროს ბოლო ნაწილი, რომელიც უკვე ერთი წელია არავის შეუკეთებია. ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტიკურ ბრძოლის ფონზე ძველი აშენებული პირდაპირი მნიშვნელობით წყალს მიაქვს, ახლის აშენებას კი არავინ ფიქრობს.

 

15-02-2015, 22:15
უკან დაბრუნება