ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე ფრაქციის წევრები დუშეთისა და ტყიბულის მაჟორიტარები ერთმანეთს დუაპირიპირდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს. გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით ელისო ჩაფიძემ პრეტენზიები გამოთქვა პარტიის იმ ჯგუფების მუშაობაზე რომლებიც რეგიონებში ბოლო ერთი თვეა პარტიის დავალებით მოსახლობასთან შეხვედრებს მართავენ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას ირაკლი ტრიპოლსკიმ ტყიბულში ამომრჩეველს განუცხადა რომ მომავალ პარლამენტში რაიონის დეპუტატი ჩაფიძე აღარ იქნებოდა. კილაძის ინფორმაციით ჩაფიძემ კოლეგას უსაყვედურა და ივანიშვილთა შეხვედრით დაემუქრა.
"კოალიცია ქართული ოცნების უმრავლესობა ფაქტობრივად დაშლილი ამათ დაავიწყდათ რომ ხელისუფლებაში არიან და ყველა ოფიციალური სტრუქტურა, აღმასრულებელი ხელისუფლების ჩათვლით მათია. გუბერნატორებს და გამგებლებს ევალებათ ცენტრალურ ოფისს მიაწოდოს ინფორმაცია. ამის მიუხედავად მათ შექმნეს დეპუტატთა ჯგუფები რომლებიც რეგიონებში სიტუაციას ადგილზე გაეცნობოდა. ფრაქციის ბოლო სხდომაზე სწორედ ამჯგუფების მუშაობა გამხდარა ირაკლი ტრიპილსკისა დაელისო ჩაფიძის დაპირისპირების მიზეზი. ტყიბულში რომ ჩახვედი,ვიღაცეებს შეხვდი და დაპირდი მომდევნო პარლამენტში ელისო ჩაფიძე აღარ იქნება ტყიბულუს დეპუტატიო შენ ჩემზე კომპრომატების შესაგროვებლად წახვედი თუ საქმისთვისო? უთქვამს ჩაფიძეს ტრიპოლკისთვის. ტრიპოლსკის თავის მართლება დაუწყია - მსგავსი არაფერი ყოფილაო, რაზეც ჩაფიძეს უპასუხნია - ხომ არ გგონიათ თქვენზე ჯვარი მაქვს დაწერილი, ბიძინა ივანიშვილს ვნახავ ,ყველაფერს მოვუყვები და მერე სულ კარგად იყავითო.