"მე მგონია, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია შეიქმნა, როგორიც იყო ვაზაგაშვილის საქმეზე"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ივანიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციიდან თავის დაძვრენას ცდილობს.
" ვაზაგაშვილთან დაკავშირებით იგრძნეს, რომ ვერ გადარჩებოდნენ და ახალი უბედურება ჩაიდინეს. ჟვანიას საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით, ერთი მხრივ, ცდილობენ ვაზაგაშვილის საქმის გადაფარვას, მეორე მხრივ კი შეშფოთებული არიან - ეშინიათ, ჟვანიას საქმის გამოძიებაც მსგავსად არ დასრულდეს."-განაცხადა ივანიშვილმა.