"ლევან ვასაძე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ორი. პოლიტიკურად გაკოტრდა ბიძინა ივანიშვილი და გადმოაგდეს მაშველი რგოლი, ახალი მილიონერი"-ამბობს "ქრონიკასთან" საუბარში პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი.
"ეს ვაჟბატონი იცით ვინ გახლავთ? როცა მე ვებრძოდი "მხედრიონს" და გამქონდა იარაღის ტარების აკრძალვის კანონი, ის ბრძანდებოდა შევარდნაძის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი და ჯაბა იოსელიანის კაბინეტიდან არ გამოდიოდა"-ამბობს ნათელაშვილი.