"ივერიონისთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ეწვევა.
როგორც აშშ-ს საელჩო აცხადებს, ფილიპ გორდონი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.