ივერიონი / დავით საგანელიძე:ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას ხმას არ მივცემ

დავით საგანელიძე:ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას ხმას არ მივცემ

 როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, ამის შესახებ საგანელიძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა. 


"თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა იქნება, მე მას ხმას ვერ მივცემ. ამას ზაქარიასაც ვეტყვი, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ბევრად უფრო სამართლიანი, ბევრად უფრო ძლიერი და ტყუილის არმთქმელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე",- აცხადებს დავით საგანელიძე.

16-02-2015, 13:04
უკან დაბრუნება