"ეფ-ბი-აი"-ს დასკვნა რომ გაყალბებულია ამას ირწმუნება მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი".-წერს გაზეთი "ქრონიკა"
2013 წლის აპრილში, გაზეთ "ყველა სიახლეში" ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი აცხადებს:
"მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები იყვნენ ჩამოსული. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვესაუბრე "ეფ-ბი-აი"-ს ერთ-ერთ თანამშრომელს რომელმაც მითხრა ვინ გაანადგურა მტკიცებულებები. კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან, თუ მკვლელობის რეალური მიზეზი გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა."