ივერიონი / წალკის გამგებელი მუშაობას ჯერჯერობით აგრძელებს

წალკის გამგებელი მუშაობას ჯერჯერობით აგრძელებს

"ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და მნიშვნელობა არა აქვს, გაგრძელდება თუ არა აქციები, თუმცა ამ ეტაპზე სრული სიმშვიდეა", _ განაცხადა წალკის გამგებლის მოადგილემ ოთარ ხუტიაშვილმა "ივერიონთან" საუბრისას.


როგორც მან აღნიშნა, გუშინ რამდენიმე ინციდენტი მოხდა. "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას და გამგეობის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდამცავები მხოლოდ მაშინ მოვიდნენ, რაც ტელევიზიებმა გააშუქეს აქ მიმდინარე მოვლენები.


შეგახსენებთ, რომ წალკის გამგებლის იმპიჩმენტის მოთხოვოვნით, წალკაში აქცია თითქმის ერთ კვირას გრძელდებოდა. აქცია დღეს დროებით შეწყდა.

14-11-2012, 12:20
უკან დაბრუნება