"ივერიონს" ესაუბრა სახალხო კრების წევრის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე
ქართული მედია და სოციული ქსელი აჭრელებულია პროვოკაციული ინფორმაციით, რომ "ქართული ოცნება" აჭარაში, ფაქტობრივად, დაშლილია. რას მოუტანს აჭარას ეს დავა-დაპირისპირება?
-მე კარგად ვიცნობ აჭარას, ვიცი, რომ დღეს იქ არეულობაა, მაგრამ ისიც მჯერა, რომ იქ ჭეშმარიტი ქართველები ცხოვრობენ და "ნაციონალურ მოძრაობას" არ მიეყიდებიან.
თამამად შემიძლია ვთქვა ისიც, რომ დღეს აჭარაში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებ - ზოგადად, ეს ხაზი გადის კიდეც აჭარაში შეიძლება გადაჭარბებულად გეჩვენოთ, რომ ცოტაც და აჭარა დაიკარგება, მოსწყდება დანარჩენ საქართველოს ამ პროცესებისთვის ხელის შემშლელი კი არავინ ჩანს!
თურქებს არ დავიწყებიათ და მუდამ იმეორებენ, რომ დიდი ოსმალეთი აჭარამდე უნდა აღსდგეს. აჭარაში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ათასობით თურქია ჩაწერილი. აქ, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, 100 000-170 000-მდე თურქი აჭარის თურქეთზე მიერთებას მისცემს ხმას. ვერც ერთ თურქს ვერ დაარწმუნებ, რომ აჭარა მისი არაა (ისევე, როგორც ქართველს ვერ დარწმუნებ, აფხაზეთი და სამაჩაბლო შენი მიწა არ არისო).
მათ ფსიქიკაში ბათუმი დღესაც მათი ქალაქია. ძალიან სავალალოა, რომ თურქები კულტურულ-ეკონომიკური კუთხით გვიტევენ - აჭარაში ყვავის თურქული ბიზნესი, უამრავი თურქული ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტია გახსნილი, აჭარიდანაც უამრავი მიდის თურქეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. განათლების ხარისხი იქ ისე მაღალია, რომ მშურს, პირდაპირ! რაც მთავარია, ქართველ სტუდენტებს აქეთ უხდიან სტიპენდიას ოჯახების სარჩენად.
თურქული სერიალების ჩვენება ქართულ სატელევიზიო არხებზე ყოველღიურობაა, სააკაშვილის მიერ თურქული არქიტექტურით აშენებული აჭარა კი ტრაპიზონს ჰგავს ... და როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს ყოველივე?
აჭარული ქაოსოს მიზეზი ერთია, არაეროვნული სულისკვეთების ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები -გიგაური, ლომჯარია და ძმანი მისნი- აშშ-ს აგენტები- უტევენ ყოველივე ეროვნულს. ის კი არა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეც არასამთავრობოელ კახა კოჟორიძის რჩევით დასანიშნი გაუხდა პრეზიდენტს!
-სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ, კულუარებში საუბრობენ, რომ პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე არასამთავრობოელებს, კერძოდ ანი დილიძეს ან დავით ასათიანს წარადგენს. რას იტყვით?
-დავით ასათიანი არც ვიცი ვინაა, მაგრამ რა შუაშია აქ აშშ-ს მოქალაქე ანა დოლიძე, რას ბჟუტურებს, კაცმა რომ არ იცის? აი, ხედავთ, რას აკეთებს აშშ? მე კარგად ვიცი ანა დოლიძისნაირების ბიოგრაფია, რომლებიც ცრუ-ს დაფრთიანებული ანგელოზები არიან.
გაიგეთ, ხალხო, საქართველოს სჭირდება ქართულად მოაზროვნე, ქართული ჯიშის (რომელმაც შექმნა ცივილიზაცია) მოსამართლე. იმ ჯიშისა, რომლის შეხედულებით, მეზობლის ქალსაც კი არ უნდა ახლო ხელი, ხოლო, ესენი, მეზობლისას კი არა, მეგობრის ცოლებს არ ინდობენ!!!
- რატომ დუმს საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც უცხოელებზე მიწის შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებს?
-ასლან აბაშიძეს აჭარაში არც ერთი გოჯი მიწა არ გაუყიდია, არც ერთი თურქი არც ჩაუსახლებია და არც ჩაუწერია. სააკაშვილმა კი გაყიდა მთელი აჭარა, რაც აშშ-ს პოლიტიკაცაა. მაგრამ ჩვენი "ახლომხედველი" ე.წ. პოლიტიკოსები ხმას არ იღებენ და უფრთხილდებიან იმ სკამებს, რომლებზედაც უდევთ საჯდომი და საჯდომისა და მუცლის იქით ვერაფერს ხედავენ.
ვიმეორებ: საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და იდენტობას თუ არ გადავირჩენთ, დავიღუპებით!
ისე, მეც მაინტერესებს... სადაა "უმრავლესობა"? პარლამენტში მხოლოდ ათი კაცი თუა ეროვნული, დანარჩენებმა არც იციან, რომ ქართული მიწა ცოცხალი ქართველების მიწა კი არაა, არამედ ჩვენი წინაპრების, მათი სისხლითა და ოფლითაა მოპოვებულ-შენარჩუნებული!
-აჭარული ოცნება დაშლილია, თუმცა საინტერესოა, ვის მიეკედლება მურმან დუმბაძე - ბურჯანაძეს თუ ალასანიას?
-დუმბაძე მებრძოლი კაცია. მისი ბრალი არ არის აჭარული ქაოსი, აქ "ნაციონალების" ხელი ურევია. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია, სადაც არ იქნება 2%-იანი "რესპუბლიკელების" და სხვა უმრავლესობათა ადგილი, სამაგიეროდ იქნება ბურჯანაძის, რომელიც მესამე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად მიმაჩნია ლევან ვასაძესთან ერთად!
ესაუბრა ია ჯღარკავა