საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, იარაღზე დაფუძნებული მშვიდობა სტაბილური არ არის. ამის შესახებ სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, საქართველოს ევროპულმა და სომხეთის ევრაზიულმა არჩევანმა ხელი არ უნდა შეუშალოს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობას.
"შევთანხმდით იმაზე, რომ იარაღზე დაფუძნებული მშვიდობა ეს არ არის სტაბილური მშვიდობა და ჩვენ უნდა მოვძებნოთ ყველა კონფლიქტური ვითარების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, იმისთვის, რომ მოხდეს განიარაღება რეგიონში და არა პირიქით, შეიარაღება, რომელსაც ჩვენ საქართველოში ჩვენს ტერიტორიაზე ვხედავთ. ჩვენი ევროპული არჩევანი და სომეხი ხალხის ევრაზიული არჩევანი ეს მომავალში იქნება არა დაბრკოლება ჩვენს ურთიერთობაში, არამედ დამატებითი საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო მიმართულებით", - განაცხადა უსუაფშვილმა.