პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, უკრაინის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დავით საყვარელიძის დანიშვნა ნეგატიურად შეაფასა.
"თუ გავიხსენებთ 2009-2011 წლებს, როდესაც საყვარელიძე მთავარი პროკურორის მოადგილე და ქალაქის პროკური იყო. ეს ის რთული წლებია, როდესაც პროკურატურის მუშაობაში მძიმე სურათი იყო. პროკურატურა იმ პერიოდში პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო.
იმ პერიოდში წინასწარი პატიმრობის რაოდენობა ძალინ მაღალი იყო და პიკს მიაღწია. რა თქმა უნდა ჩვენ, და არა მარტო ჩვენ, ევროსაბჭოც ძალიან კრიტიკულად და ნეგატიურად აფასებდა იმ პერიოდს. არ მგონია, დავით საყვარელიძის პროკურორის მოადგილედ დანიშვნის გადაწყვეტილება კარგი იყოს ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის. მაგრამ, ეს მათი რისკი და პასუხისმგებლობაა." - განაცხადა ბესელიამ.