თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ჯოკია ბოდოკიას მიერ დიდი ოდენობის თანხის ქრთამის სახით აღების გამო მის უშუალო ხელმძღვანელს გეგი ნიჟარაძეს ამ პოსტზე მუშაობის უფლება აღარ აქვს.
აბესაძე ამ მოთხოვნით თბილისის მერს მიმართავს და განმარტავს, რომ საქმე სისტემურ კორუფციას ეხება.