ბიძინა ივანიშვილი ბელგიაში მხცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრას 300-მდე ემიგრანტი დაეწსრო. ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი ემიგრანტებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილიც ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ყურადღება სამომავლო გეგმებზე და ინვესტიციების მოზიდვაზე გამახვილდა.
ივანიშვილის თქმით, იგი ბიზნესმენებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და საინიციატივო პროექტს სახელმწიფო 75%-ით დააფინანსებს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ შეიქნას სპეციალური ფონდი, რომელიც დააჩქარებს ინვესტიციების მოზიდვას.