ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: ჩვენს მიერ შერჩეულ ადამიანს პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენს მიერ შერჩეულ ადამიანს პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს

 საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.

  საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია რომ  მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს დამოუკიდებლობაში შეუქცევადი ნაბიჯი იქნება.


"ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია. ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც რესპუბლიკური პარტია იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როცა რესპუბლიკური პარტია კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეაჩერა თავისი წევრობა ამ პარტიაში. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ადამიანის ბიოგრაფიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანი არის სიმბოლო პრინციპულობის, გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა სასამართლო სისტემის, გააჩნია ყველა იურიდიული კვალიფიკაცია. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

17-02-2015, 12:59
უკან დაბრუნება