საქართველოს პარლამენტის წევრმა, შოთა მოლაშხიამ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შეაფასა.
მისი თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილის ნება იქნება, ისინი ნინო გვენეტაძის ლეგიტიმაციას მოახდენენ.
_ამ ხელისუფლების ქმედებები, ბოლო დროს ღიმილის მომგვრელია და ასევე ღიმილით გიპასუხებთ - მე პირადად ზაქარია ქუცნაშვილს ვუჭერდი მხარს_ მაგრამ, რატომღაც ვერ გავიდა დომინანტებს შორის . ყველა მიმართულებით არის სრული კრახი, ამ ეტაპზე მიადგებიან სასამართლოს, სადაც ნორმალური ქმედებების ოაზისები კიდევ არსებობს.
ყველა სფერო მოიცვა კრიმინალმა და კორუფციამ, მოიშალა სტრუქტურები, ეს ხელისუფლება მიექანება უფსკრულისკენ- სამწუხაროდ, მათ სურთ ამ უფსკრულში საქართველოს მოსახლეობაც ჩაიყოლონ.
ეს ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს, ყველა კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების დაცვით. მათ უმრავლესობა აქვთ პარლამენტში. ცხადია, შიდა წინააღმდეგობა არსებობს, თუნდაც რესპუბლიკელებთან მიმართებაში, რომელზეც თავად ბიძინა ივანიშვილიც საუბრობს. ისინი სხვადასხვა მოტივაციით არიან შეკრებილნი- მათ აქვთ განსხვავებული მიზნები და ეს ერთობა ფორმალურია.
თუ იქნება ბიძინა ივანიშვილის ბრძანება, ისინი მოხერხებენ ნინო გვენეტაძის ლეგიტიმაციას. რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილს, მას დეკლარირებულად ოცი დეპუტატი უჭერს მხარს და ეს კენჭისყრის დროს გამოჩნდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები -ეს იქნება ქარიშხალი ჭიქაში.
თუმცა, თუ რატომ იწუნებენ "ნაციონალები" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას,შოთა მოლაშხია არ აკონკრეტებს.