ივერიონს ესაუბრება უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, იურისტი, გია მეფარიშვილი.
ბატონო გია,როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომაეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენას?
„აბსოლუტურად მხარადასაჭერი და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა-ნინო ჩემი სტუდენტი იყო, დღეს ჩემი თანამოაზრე და მეგობარია, ძალიან კარგი იურისტი და რაც მთავარია, კარგი მოქალაქეა. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მას, რისთვისაც სერიოზული მხარდაჭერაც დასჭირდება, იმიტომ, რომ სიტუაცია, სადაც ის იწყებს საქმიანობას, ძალიან რთულია კიდევ ერთხელ.მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას- ნამდვილად ღირსეული გადაწყვეტლებაა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ დროს ქალბატონი ნინო რესპუბლიკური პარტიის წევრი გახლდათ...
„არ ვიცი, რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო თუ არა, მას ვიცნობ იქიდან, როდესაც ის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ჩემს თვალწინ გაიარა მისმა ცხოვრებისეულმა მოღვაწეობამ, არ ვიცი მისი პოლიტიკური კრედო როგორია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ღირსეული მოქალაქე და მამულიშვილია.რაც მთავარია, კარგი იურისტია!
ბატონო გია თქვენთვის მოულოდნელი ხომ არ იყო ამ კანდიდატურის დასახელება?თქვენც ხომ თავმჯდომარეობის კანდიდატი იყავით...
„სხვათაშორის, დიდი განცდა არ მქონია, ვიცოდი პრეზიდენტი ძალიან დიდ ხანს ბჭობდა და შესაბამის გადაწყვეტლებასაც მიიღებდა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ყველაზე ოპტიმალურად მეჩვენება.
ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი