ივერიონი / ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი პენსიაა

ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი პენსიაა

ქვეყნები დალაგებულია პენსიის ზრდადობის მიხედვით.

 

ჩეხეთი

ჩეხი პენსიონერები პენსიაზე გასვლის შემდეგ, ხელფასის 50%-ს იღებენ. ეს თანხა კი საშუალოდ 1000 ევროს შეადგენს. მამაკაცების საპენსიო ასაკი - 61, ხოლო ქალების 58 წელია.

 

პორტუგალია

პორტუგალიაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება. საშუალოდ, ისინი ხელფასის 54%-ს იღებენ. ეს თანხა კი დაახლოებით 540 ევროს აღწევს. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1000 ევროა.

 

ფინეთი

აქ საპენსიო თანხა ხელფასის 58.4%-ს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით, ფინეთში საშუალო ხელფასი 3.7 ათასი ევროა, მაგრამ ამას აკლდება გადასახადები და სხვა მოსაკრებლები.

 

სლოვენია

ქვეყანაში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 63 წლის, ხოლო ქალბატონებისთვის 61 წლის ასაკში დგება. ისინი პენსიის სახით ხელფასის 62%-ს იღებენ.

 

თურქეთი

თურქეთი, სადაც პენსიონერები საკუთარი ხელფასის 64.5% პენსიას იღებენ, მეექვსე ადგილზეა. აქ მამაკაცები პენსიაზე 60 წლის შემდეგ, ხოლო ქალბატონები 58 წლის შემდეგ გადიან. ხოლო, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც 5 შვილი ჰყავთ, პენსიაზე 48 წლის ასაკში გადიან. თურქეთში საშუალო ხელფასი 900 ევროა.

 

იტალია

იტალიაში პენსია ხელფასის 65%-ია, რომელიც საშუალოდ 2.3 ათას ევროს უტოლდება. ქვეყანაში ქალები და კაცები 59 წლის შემდეგ აღწევენ საპენსიო ასაკს.

 

ავსტრია

ქვეყანაში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 65 წლიდან, ხოლო ქალებისთვის - 60 წლიდან დგება. ავსტრიელები პენსიის სახით წარსულში არსებული ხელფასის 77%-ს იღებენ. ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასია მსოფლიოში. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2.7 ათასი ევროა.

 

ესპანეთი

ესპანელები პენსიის სახით ხელფასის 81%-ს იღებენ, რომელიც საშუალოდ 2.2 ათას ევროს შეადგენს. ესპანელები პენსიაზე 65 წლის ასაკში გადიან.

 

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ევროპული სახელმწიფოა, მაგრამ ქვეყანაში პენსიონერების ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. 60 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შემდეგ, მოქალაქეები პენსიის სახით ხელფასის 87%-ს იღებენ. აქ საშუალო ხელფასი (გადასახადების და სადაზღვევო მოსაკრებლების გამოკლების გარეშე) 4300 ევროა. 

 

საბერძნეთი

ყველაზე მდიდარ პენსიონერებად ბერძნები ითვლებიან, ისინი პენსიის სახით ხელფასის 96%-ს იღებენ. ამგვარად, 57 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შემდეგ ისინი პრაქტიკულად ინარჩუნებენ უწინდელ შემოსავალს, რომელიც ქვეყანაში საშუალოდ 2100 ევროა. 

 

წყარო: bpn.ge

 

17-02-2015, 16:49
უკან დაბრუნება