"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ალასანიას მიმართ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას Facebook -ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ა კიდო! ესეც ირაკლის ერჩის! ბოლო პერიოდში ირაკლის ყველაზე აქტიურ მომდურეთა "ტროიკა" ასე გამოიყურება: ივანიშვილი, სააკაშვილი, ბურჯანაძე..... კიდევ ვინ არის მზად ალასანიას ტალახი რომ ესროლოს? ბარეღამ გამოდით! მართლა უნდა დაგთვალოთ!", - წერს პეტრიაშვილი.