" მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყნისთვის დიდი განსაცდელი იქნება", ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა მიხეილ ემელიანოვმა განაცხადა.
"თუ ის დაბრუნდება, ეს იქნება საქართველოსთვის განსაცდელი. მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ამერიკელებს მისი დაბრუნება სურთ. ის, რომ მას პოლიტიკურ წონას უბრუნებენ მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკელებისთვის არცთუ ისე მომგებიანია დაბალანსებული ოპოზიცია. ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი მთავრობა გააკეთებს სწორ დასკვნებს, თუ სად არიან მათი ნამდვილი მეგობრები და ამ მთავრობასთან რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ეხლა საქართველოსთან ურთიერთობაში არსებითი კომპრომისების დროა, ეს ნაბიჯები ისევე როგორც რუსეთმა, საქართველოს მთავრობამაც უნდა გადადგას", – განაცხადა ემელიანოვმა.