როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მნისტრა, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, საქართველო რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საქარტველო დიპლომატიურ ნაბიჯებს უპირისპირებს, ასე შეაფასა ბერუჩაშვილმა ე.წ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც დღეს გაფორმდება.
"ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც ყველა სხვა, არის არალეგიტიმური და ამ ხელშეკრულებას არ აღიარებს არავინ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრადიციულად აღიარებენ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს ხელშეკრულება არ არის ლეგიტიმური და მას არ აქვს სამართლერივი ძალა. ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ აქტიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.