ივერიონი / დავით ნარმანია: თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტის სამსახური შეამოწმებს

დავით ნარმანია: თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტის სამსახური შეამოწმებს

  დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით,  მან შიდა აუდიტის სამსახურს  თბილისის მერიის სამი სამსახურის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის და ზედამხედველობის სამსახურის შესწავლა დაავალა.  თბილისის მერის თქით,  პერიოდულად შემოქმდება სხვა სამსახურებიც. 


"შიდა აუდიტის სამსახური უშუალოდ მექვემდებარება მე და ამ სამსახურს ვავალებ, დავიწყოთ სამი სამსახურის საქმიანობის შემოწმება. შემოწმდება დოკუმენტბრუნვა და დავალებების შესრულების ოპერატიულობა. სამი სამსახური, რომელიც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს, არის ქონების მართვის სააგენტო, არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური", - განაცხადა ნარმანიამ.


18-02-2015, 13:24
უკან დაბრუნება