საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ქართული პროკურატურის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა უკრაინის პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს.
,,შესაძლოა, გარკვეული უხერხულბა ჰქონდეს ამ ფაქტს. რაც შეეხება უკრაინის გადაწყვეტილებას, მე პირველ რიგში, პატივს ვცემ ჩემი ქვეყნის პროკურატურის გადაწყვეტილებას. ასევე, პატივს ვცემ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას და არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო, მათ შიდა პოლიტიკაზე. თუმცა, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მთავრობას ხალხისგან აქვს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთბების მანდატი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე მოვახერხებთ იმას, რომ ამ უხერხულობებს გაღრმავების საშუალება არ მივცეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.