ივერიონი / ნინო გვენეტაძე: შევარდნაძის ეპოქაშიც კი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვიყავი

ნინო გვენეტაძე: შევარდნაძის ეპოქაშიც კი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვიყავი

იმ პერიოდშიც კი, რომელსაც  ისტორიამ შევარდნაძის  ეპოქა უწოდა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვიყავი, ამის შესახებ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის  კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ  დღეს გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა.

 

 ნინო გვენეტაძე პოლიტპატიმრების სიის შედგენაში მის მონაწილეობასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიის შედგენანაში მონაწილეობის მიღება  პარტიულ კუთვნიებას არ ნიშნავს.


,,იმ პერიოდშიც კი , რომელსაც ისტორიამ შევარდნაძის ეპოქა უწოდა, მე ნამდვილად ვიყავი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.შევძელი საკუთარი თავის თვითრეალიზება როგორც მოსამართლემ და სტანდარტი, რომლითაც ვხელმძღვანელობდი, ევროსაბჭოს მიერ იყო შემოთავაზებული", - განაცხადა გვენეტაძემ.

18-02-2015, 14:01
უკან დაბრუნება