საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს დელეგაცია მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი.
"ქართველი ხალხი არის უკრაინელი ხალხის გვერდით, ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იყო რიგი ვიზიტებისა, ასევე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ვიზიტი, მაღალი დონის ვიზიტებზეც ვმუშაობთ, დაგეგმილია სამმხრივი კონსულტაციები რიგის სამიტის წინ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მოლდოვაში მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ეს კონსულტაციები გაიმართება სხვადასხვა ქალაქებში. ასე, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა ღრმავდება", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.