ივერიონი / დავით ბაქრაძე: ჩვენი ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს, რათა რეაგირება იყოს მტკიცე

დავით ბაქრაძე: ჩვენი ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს, რათა რეაგირება იყოს მტკიცე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში  დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთტან რუსეთის  მიერ საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება -ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რუსეთის მხრიდან საზღვრის კორექცია მოხდეს.

"ჩვენი რეაგირება არის დიპლომატიური არხებისა და დიპლომატიური საშუალებების მობილიზება. ცხადია, აქ არის რეგიონული კონტექსტი, აქ საუბარია საქართველოზე, საუბარი უკრაინაზე და ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს, რათა რეაგირება იყოს მტკიცე", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.


18-02-2015, 14:55
უკან დაბრუნება