ივერიონი / თეა წულუკიანი: რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საერთასორისო თანამეგობრობა არ აღიარებს

თეა წულუკიანი: რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საერთასორისო თანამეგობრობა არ აღიარებს

 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.ს ხელშეკრულების გაფორმება შეაფასა და განაცხადა, რომ  რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.


"რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ისევე როგორც აფხაზეთთან მიმართებაში არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა რაც მისასალმებელია. ჩვენი, როგორც ქვეყნის მიზანია დეოკუპაცია მოხდეს ამ რეგიოების და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მალე დაიწყება", - აცხადებს წულუკიანი.

18-02-2015, 15:28
უკან დაბრუნება