ივერიონი / გიგლა ბარამიძე:100%-ით გამორიცხულია ჩვენი რაიმე ტიპის თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან"

გიგლა ბარამიძე:100%-ით გამორიცხულია ჩვენი რაიმე ტიპის თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან"

"100%-ით გამორიცხულია ჩვენი რაიმე ტიპის თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან, ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა  გიგლა ბარამიძემ განაცხადა. 


მისი თქმით , "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" თავისი პარტიული სტრუქტურებით სრულ მზადყოფნაშია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც


"შეიძლება ითქვას, რომ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" თავისი პარტიული სტრუქტურებით სრულ მზადყოფნაშია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას და იმას თუ ვისთან ერთად შეიძლება წარვდგეთ მომავალ არჩევნებზე, საუბარი ამაზე ნაადრევია. ერთი აბსოლუტურად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით გამორიცხულია ჩვენი რაიმე ტიპის თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ყველა იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალასთან, რომელიც მათი იდეოლოგის გამტარებელი, ან რაიმენაირად უკავშირდება ამ ორგანიზაციას"-განუცხადა ჟურნალისტებს ბარამიძემ.

18-02-2015, 15:47
უკან დაბრუნება