"მიხეილ სააკაშვილი იქნება ძალიან შორს, როცა თქვენ მოგინდებათ და იქნება ძალიან ახლოს, როცა ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს" განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
"უკრაინაში არის ბრძოლა და ყველა ქართველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ ბრძოლაში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ინტერესებშია. ვნახოთ, როგორ იქცევა ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება - მებრძოლი უკრაინის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ, რაღაც ახსნა-განმარტებებს სთხოვენ და უკრაინა-საქართველოს ძალიან დიდხნიან ურთიერთობას და სტატეგიულ პარტნიორობას საფრთხის ქვეშ აყენებენ. ამავე დროს, რუსეთი, რომელიც ამ დღეებშიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას ახორციელებს, როდესაც რუსეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის არავითარი საზღვარი არ არსებობს, ჩვენი წარმომადგენელი ამბობს, რომ უნდა აღდგეს ის გამოგონილი ფორმატი, რომელიც სამი წელია, არსებობს და ერთი მცირე ნაბიჯიც ვერ გადაიდგა წინ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს არჩევანი - არა უკრაინას, რომელიც არის ჩვენი მეგობარი და დიახ რუსეთს, რომელიც არის ოკუპანტი. ძალიან მაინტერესებს, უკრაინას რომ მივარდით, რატომ არ განუცხადეთ პროტესტი სხვა ქვეყნებს - აშშ-მ თქვა, რომ საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ აქ არის პოლიტიკური დევნა. მათი წარმომადგენლებიც რატომ არ დაიბარეთ და არ განუცხადეთ პროტესტი?! რა, უკრაინა მართლა დაბალი ღობეა და გგონიათ, რომ უკრაინა დამაცხდება და მისთვის ყველაფრის თქმა შეგიძლიათ, რადგან ზურს უკან რუსეთის გყავთ?!" - მიმართა უმრავლესობას ნუგზარ წიკლაურმა.