"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის აღდგენას გეგმავს.
მაჭავარიანმა, ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
"უფრო მეტი მუშაობაა საჭირო და უფრო მწვავედ უნდა დაისვას საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ახლა დასავლეთი სხვანაირად მოქმედებს. აუცილებელია გააქტიურება ამ კუთხით. რუსეთს აქვს გადაწყვეტილი ყოფილი საბჭოთა სივრცის სრულად დაპატრონება, ის აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას", - განაცხადა მაჭავარიანმა.