ამერიკის მთავრობის ახალი პროექტის "ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება" გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს წყალტუბოში გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, ასევე USAID-ისა და Tetra-Tech-ის წარმომადგენლები.
"ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის თებერვალში გაფორმებული "ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების" ფარგლებში მიმდინარეობს და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს 220 კილოვოლტის ელექტროგადამცემი ხაზების "სენაკი-1,2"-ის რეკონსტრუქცია და ქვესადურებში "მენჯი-220" და "წყალტუბო-220" შესაბამისი უჯრედების რეაბილიტაცია.