ივერიონი / გიორგი გოგაძე: ყველაფერს თავისი დრო აქვს

გიორგი გოგაძე: ყველაფერს თავისი დრო აქვს

"კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება, ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ  ე.წ კაბელების საქმის გადადებაზე ადვოკატებისა და "თავისუფალი დემოკრატების" წევრების განცხადებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.


"ყველაფერს აქვს თავის დრო. კანონით მონიჭებული დრო გაგვაჩნია. მიმდინარეობს გამოძიება აქტიურ ფაზაში. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ეს არის წინასასამართლო სხდომის გადადების მიზეზი, შესაბამისად, როდესაც უუნარობაზე საუბრობენ, ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს გადახედონ", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.


19-02-2015, 12:09
უკან დაბრუნება