სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში არსებული ვითარების გასაცნობად მონიტორინგის ჯგუფი შევიდა.
სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში, სადაც დღეს თავდაცვისა და შს ექს–მინისტრი ბაჩო ახალაია გადაიყვანეს, სიტუაციის გასაცნობად მონიტორინგის ჯგუფის წევრები ნინო ზურიაშვილი, ხათუნა გაგნიძე და გელა მთივლიშვილი შევიდნენ.
როგორც ნინო ზურიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რაც დღეს მედიასაშუალებებით ვრცელდება, დამატებით ინფორმაციას კი ისინი საზოგადოებას დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მიაწვდიან.