გაზეთი "ალია" წერს, რომ თბილისში სტუმრად მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი "ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერს შეხვდა. ნულანდს "ნაციონალები" დაუიმედებია, რომ ბოლო დროს გააქტიურებულ საქართველოს ხელისუფლებას გააჩერებს, იმ პირთა დაჭერები შეჩერდება, ვინც "ნაციონალებთან" პოლიტიკურ კავშირშია. იმას ვერ შეჰპირებია, რომ ყველა დამნაშავე "ნაცს" დაიცავს, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებს ვერავინ რომ ვერ შეეხება, ამის გარანტია მიუცია. მეტიც, ცოტა ხანში უკვე დაჭერილი ლიდერები გამოვლენ ციხეებიდან, ამაში მალე თავად დარწმუნდებითო. "ნაციონალები" უკვე ზეიმობენ, რომ მალე ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა გამოვლენ ციხიდან.- წერს გაზეთი.