ივერიონი / პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობით დაინტერესდება!

პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობით დაინტერესდება!

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია მთავარ პროკურორს თბილისის განვითარების ფონდის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება სთხოვა.


გაბუნიას თქმით,  არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ ფონდის საქმიანობაში იყო ხარვეზები და არსებობს შეკითხვები ფონდის გამჭვირვალობასთან და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებებთან დაკავშირებით.

"ეს ეჭვი გააძლიერა საქართველოს საპარალამენტო არჩევნების შემდეგ მომხდარმა რიგმა ფაქტებმა. არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამჯერად მიმალვაში იმყოფება ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე. ამასთან, ჩვენ კულუარულად ვფლობთ სარწმუნო ინფორმაციას ბატონი საბანაძის მიერ საბიუჯეტო თანხებისა და ფონდის დოკუმენტაციის მითვისებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, პროკურატურაში განცხადების შეტანამდე, არაერთხელ სცადეს თბილისის განვითარების ფონდიდან ინფორმაციის მიღება, თუმცა არც მერიამ, არც განვითარების ფონდმა კითხვებზე პასუხი არ გასცეს.

14-11-2012, 13:43
უკან დაბრუნება