ივერიონი / ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, "ეფ-ბი-აი"-მ დასკვნა გააყალბა?

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, "ეფ-ბი-აი"-მ დასკვნა გააყალბა?

გაზეთ "ალიას" ინფორმაციით, თბილისში სტუმრად მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდთან შეხვედრისას, 

"ნაციონალები" დაინტერესებულან, რა ინფორმაცია აქვს ამერიკის ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხელახალი გამოძიბის შესახებ. ნულანდს უთქვამს, ზურაბ ჟვანიასა და უსუპოვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოიძია, დასკვნაც დადო, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არც პრემიერი და არც ვიცეგუბერნატორი არავის მოუკლავს, მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლება "ეფ-ბი-აი"-ს დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებს, ეს არა მარტო ამ ბიუროს, ამერიკის რეპუტაციისთვის იქნება დარტყმა და ჩვენ ამას არ დავუშვებთო. 

გაზეთის ცნობით, ფაქტობრივად, მყარდება ის ვერსია, რომლის შესახებაც "ალია" ცოტა ხნის წინ წერდა, რომ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით, ამერიკა პრემიერ ღარიბაშვილზე ზეწოლასაც ახორციელებს, რათა ჟვანიას საქმე არ გაიხსნას და სააკაშვილსა და მისი იმჟამინდელი გარემოცვის ახლო წევრებს, ბრალი არ წაუყენონ პრემიერის მკვლელობის გამო. როგორც ჩანს, ამერიკას მარტო სააკაშვილის ბედი არ აწუხებს, ამ ქვეყნის ხელისუფალთათვის დიდი დარტყმა იქნება "ეფ-ბი-აი"-ს არაკომპეტენტურ გამოძიებასა თუ სიყალბეში მხილება და ამიტომაც თავს არ ზოგავენ, რომ ეს საქმე არ გაიხსნას. არადა, "ეფ-ბი-აი"-ს დასკვნა აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც შეცდომით ვერ აიხსნება, როცა ასეთ კომპეტენტურ, უმაღლესი დონის საგამოძიებო უწყებაზე ვლაპარაკობთ, დასკვნა, სავარაუდოდ, გაყალბებულია,-წერს გაზეთი "ალია".

 

20-02-2015, 11:34
უკან დაბრუნება