საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, პარლამენტში ეკონომიკური გუნდის დაბარების მოთხოვნას გონივრულს უწოდებს.
ცნობისთვის: ქვეყნის ეკონომიკური გუნდის საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ითხოვენ.
"გონივრულია და ეს პარლამენტმა მართლაც უნდა გააკეთოს. მაგრამ რაღა კვირის ბოლო დღეს უნდა გავიხსენოთ ეს. თვითონაც იციან, სად არის პარლამენტი. დავიბაროთ თბილისში. მდგომარეობა ისეთია, მაგას ახლა ნებისმიერი პარლამენტარი მხარს დაუჭერს," - ამბობს ბერძენიშვილი.