ივერიონი / ეკა ბესელია:პოლიტიკური დებატების მოთხოვნა დროის უსაგნოდ ხარჯვაა

ეკა ბესელია:პოლიტიკური დებატების მოთხოვნა დროის უსაგნოდ ხარჯვაა

საქართველოს ადამიანისუფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ პოლიტიკური დებატების მოთხოვნა  ხელუვნური და აშკარად თვალშისაცემია.


საპარლამენტო უმცირესობა დებატებს ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით ითხოვს. "ნაციონალების" განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დებატები მაშინ უნდა გამართულიყო, როდესაც გასულ წელს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოვიდა.

"პოლიტიკური დებატების მოთხოვნა ეს არ არის მართლაც რეალობიდან გამოწვეული აუცილებლობა. არამედ ეს არის ჩვენი ოპონენტებისთვის იმ სივრცის გამოყენება, რომელიც მათ სჭირდებათ პოლიტიკური დემაგოგიისთვის და მუდმივად ამ სიცრუის ტირაჟირებისთვის. არ მგონია, დრო გვქონდეს დასაკარგი. ეს არის დროის უსაგნოდ ხარჯვა რომ მოვისმინოთ ერთი და იგივე განცხადებები, ცრუ ისტერია და განგაში, რომ რაღაც საშინელება ხდება საგარეო კუთხით. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ის ლეგენდა და მითი უნდა დასრულდეს, რითაც "ნაციონალები" უნიჭოდ კვებავენ თავის მომხრეებს, რომ საგარეო კურსით სადღაც მივექანებით," - განაცხადა ბესელიამ.

20-02-2015, 13:28
უკან დაბრუნება